კომპანიის მთავარი გადაწყვეტაა Next-Gen Vulnerability Management Platform – ახალი თაობის მოწყვლადობების მართვის ავტომატიზებული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს კიბერშეტევებისგან პროაქტიულ დაცვას სთავაზობს, ბიზნესის უწყვეტობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს და სისტემის შეუფერხებელ მუშაობას უწყობს ხელს. ეს პროდუქტი მოწყვლადობების ეფექტიანად გამოსავლენად და კლასიფიცირებისთვის მოწინავე ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას, იყენებს.
Holm Security-ის პლატფორმა მოიცავს როგორც ტექნიკურ, ისე ადამიანურ აქტივებს: ის ავტომატურად ასკანირებს ორგანიზაციების ქსელებს, სისტემებსა და ვებაპლიკაციებს და მათ შესახებ ანგარიშებს ქმნის. პლატფორმა ასევე მოიცავს ფიშინგის წინააღმდეგ ტრენინგებს და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, რადგან მომხმარებლები ხშირად IT-გარემოს ყველაზე სუსტ რგოლად მიიჩნევიან.
Holm Security 2015 წლიდან მოწყვლადობების მართვის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და მსოფლიოში 750-ზე მეტი კლიენტი ჰყავს, მათ შორის სკანდინავიის, ბენილუქსის, დიდი ბრიტანეთის, DACH-ის რეგიონის, ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი Holm Security ადგილობრივ წარმომადგენლობას ინარჩუნებს და ორგანიზაციებს საიმედო, ხარისხიან გადაწყვეტილებებს აწვდის, რომლებიც უსაფრთხოების დონის ამაღლებასა და თავდასხმის ზედაპირის მინიმუმამდე შემცირებაში ეხმარება.

iIT Distribution -თან თანამშრომლობის წყალობით, Holm Security -ის მოწყვლადობების მართვის პლატფორმა ხელმისაწვდომია საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთსა და სომხეთში.