Gatewatcher AionIQ (NDR) – ქსელური საფრთხეების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პლატფორმაა, რომელიც ტრაფიკის მონიტორინგისა და ოთხი განსხვავებული ტექნოლოგიით ანალიზის საშუალებით საიმედოდ ამოიცნობს მავნე მოქმედებებსა და საეჭვო ქცევას, აკავშირებს საფრთხეებს გამოვლენილ აქტივებსა და მომხმარებლებთან და ადგენს პრიორიტეტებს შემდგომი გამოძიებისთვის. ამ შესაძლებლობების დაშიფრული ქსელური ნაკადების ანალიზთან შერწყმით, ის ყოველი კავშირისთვის, რომელიც აქტივებსა და მომხმარებლებს შორის არსებობს, კიბერრისკების სრულყოფილ სურათს ქმნის და გამოვლენისა და ხილვადობის შეუდარებელ დონეს უზრუნველყოფს.
Gatewatcher LastInfoSec (CTI) – საფრთხეების შესახებ დაზვერვისა და ინციდენტების საკუთარი ლაბორატორიებიდან მიღებული ინფორმაციით გამდიდრების გადაწყვეტილებაა, რომელიც საფრთხეების ანალიზის დაუყოვნებლივ დაჩქარებას ემსახურება. ეს ტექნოლოგია აერთიანებს მანქანურ სწავლებასა და დიდი მონაცემების დამუშავებას, რათა ძალიან მოკლე დროში შექმნას მაღალი ხარისხის ინფორმაცია კიბერსაფრთხეების შესახებ, რომლებიც შესაძლოა უშუალოდ მომხმარებელი კომპანიის საქმიანობაზე იყოს მიმართული.
Gatewatcher AIONBYTES – sandbox გადაწყვეტილებაა, რომელიც კონტროლირებად გარემოში აფასებს პოტენციურად მავნე ფაილებისა და URL-ების საფრთხეს და SOC-ისა და CERT-ის გუნდებს აწვდის საწყის შეფასებას მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობების, გარე სამყაროსთან მისი კავშირისა და სისტემაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მნიშვნელოვანი უპირატესობაა on-premise გადაწყვეტილებაში 16 ანტივირუსული ძრავის გამოყენება! ეს, ფაქტობრივად, საკუთარი „VirusTotal“-ია მოწინავე ანალიტიკით.
Gatewatcher-ის გადაწყვეტილებებმა, რომლებიც მომხმარებლებს საფრთხეებზე უპირატესობის მოსაპოვებლად შეიქმნა, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების აღიარება მოიპოვა. სახელმწიფო უწყებები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგების კომპანიები (ენერგეტიკა, ბანკები, ტრანსპორტი…) თავიანთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპიუტერული ქსელების დაცვას Gatewatcher-ს ანდობენ.