პლატფორმა აერთიანებს ან ანაცვლებს სკანირებისთვის განკუთვნილ ექვსამდე სხვადასხვა პროდუქტს: კომპიუტერების, ღრუბლოვანი რესურსების, ვების, API-ის, IoT-ის, OT/SCADA-ის და სხვათა სკანირებისთვის. ის უზრუნველყოფს არსებული სისტემების ხილვადობასა და გააზრებას, რასაც რისკების შეფასება მოჰყვება. ეს საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ თითოეული საფრთხის სრული კონტექსტი და ყურადღება გაამახვილოთ ტექნიკურ დაუცველობებსა და მაღალი რისკის მქონე მომხმარებლებზე. მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენეთ თქვენი ძალისხმევა და მინიმალური დანახარჯებით აღმოფხვერით ბიზნესისთვის კრიტიკული დაუცველობები.
თვალი ადევნეთ მიმდინარე საფრთხეებს და დაიცავით მთელი თქვენი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ღრუბლოვანი და ოპერაციული ტექნოლოგიები, ასევე დისტანციური თანამშრომლები. Holm Security უზრუნველყოფს შეუდარებელ ანალიტიკასა და ხილვადობას და მოიცავს თქვენი ორგანიზაციის ყველა ტექნიკურ რესურსს, მათ შორის ლოკალურ და საჯაროდ ხელმისაწვდომ სისტემებს, კომპიუტერებს, ღრუბლოვან ინფრასტრუქტურასა და სერვისებს, ქსელებს, ვებაპლიკაციებს, API-ებსა და მომხმარებლებს.