CrowdStrike გთავაზობთ კომპლექსურ მიდგომას ხელოვნური ინტელექტის (AI) კორპორაციული გამოყენების დასაცავად, რომელიც ერთიან პლატფორმაზე აერთიანებს AI-ის კიბერუსაფრთხოების, საფრთხეების ანალიზისა და AI ტექნოლოგიების შესაძლებლობებს. CrowdStrike Falcon Platform უზრუნველყოფს AI-ის ცენტრალიზებულ დაცვას კორპორაციულ გარემოში და იძლევა AI ინსტრუმენტების გამოყენების ხილვადობისა და კონტროლის შესაძლებლობას, მათ შორის თანამშრომელთა ინტერაქციებისა და AI აპლიკაციების მუშაობის მიმართ.
პლატფორმის ფარგლებში AIDR (AI Detection and Response) აფართოებს ამ შესაძლებლობებს: აგროვებს და აანალიზებს AI-სთან ინტერაქციების ტელემეტრიას, ავლენს რისკებს მოთხოვნებსა და პასუხებში და იყენებს უსაფრთხოების პოლიტიკებს AI სისტემების დასაცავად, მონაცემთა გაჟონვისა და შესაბამისობის მოთხოვნების დარღვევის რისკების შესამცირებლად. ეს ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, დაიცვან AI ინფრასტრუქტურა და გააძლიერონ AI-ის უსაფრთხოება ბიზნესში AI-ის გამოყენების კონტროლით როგორც თანამშრომლების დონეზე, ისე AI აპლიკაციებსა და აგენტურ გარემოებში.
Falcon Guardian აფართოებს AIDR-ის შესაძლებლობებს AI აგენტების დასაცავად, უზრუნველყოფს მათ გამოვლენას, რისკების შეფასებას, კონტროლსა და დაცვას უშუალოდ მუშაობის პროცესში. გადაწყვეტა ხელს უწყობს ცნობილი და უცნობი AI აგენტებისა და Shadow AI-ის გამოვლენას, სენსიტიურ მონაცემებზე წვდომის კონტროლს, prompt injection-ისა და AI-ზე სხვა შეტევების გამოვლენას, ასევე აგენტების აქტივობის დაკავშირებას საბოლოო მოწყობილობებზე მიმდინარე პროცესებთან, რათა შესაძლებელი იყოს ინციდენტების გამოძიება და მათზე რეაგირება.
მოქნილი არქიტექტურის წყალობით გადაწყვეტა ადვილად მასშტაბირდება ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის, მხარს უჭერს AI-ის გამოყენების თანამედროვე სცენარებს და უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის საიმედო დაცვას ციფრული ბიზნესის დინამიკურ გარემოში.