ღონისძიებები 0
Ge
ღონისძიებები 0
ძიების შედეგები:

Ping Identity პლატფორმა

Ping Identity პლატფორმა უზრუნველყოფს საიმედო ციფრულ წვდომას მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, პარტნიორებისთვის და B2B ეკოსისტემებისთვის. ის აერთიანებს იდენტიფიკაციას, წვდომის მართვას, უსაფრთხოებასა და no-code ორკესტრაციას ერთიან IAM პლატფორმაში. ღრუბლოვანი, ლოკალური და ჰიბრიდული გარემოების მხარდაჭერა მასშტაბირების საშუალებას იძლევა უსაფრთხოებისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის კომპრომისის გარეშე.

 

დემოს მოთხოვნა
მზა შაბლონებიდან no-code ორკესტრაციამდე

Ping Identity პლატფორმა

უზრუნველყოფს სრულ კონტროლს ნებისმიერ გარემოში იდენტობების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნასა და დანერგვაზე.

Ping Identity-ის პლატფორმა - სურათი 1

გამოყენების სცენარები

ნებისმიერი მომხმარებელი. ნებისმიერი ციფრული გამოცდილება. ერთიანი პლატფორმა.

მომხმარებლები

შექმენით წვდომის მართვადი ციფრული სცენარები, რომლებიც აუმჯობესებს მოხერხებულობას და მომხმარებლებს სერვისებზე დაბრუნებისკენ უბიძგებს.

პარტნიორები და მომწოდებლები

უზრუნველყავით პარტნიორებისა და ვენდორებისთვის შეუფერხებელი და კონტროლირებადი წვდომა B2B ეკოსისტემებში.

თანამშრომლები

გაზარდეთ პროდუქტიულობა, გააძლიერეთ უსაფრთხოება და მოახდინეთ სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია წვდომის ცენტრალიზებული მართვით.

აგენტური სისტემები და ხელოვნური ინტელექტი

უზრუნველყავით აგენტებისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების იდენტობების უსაფრთხო მართვა სპეციალიზებული კონტროლის მექანიზმებით.

იდენტიფიკაცია

გადაამოწმეთ. დაიცავით. განამტკიცეთ ნდობა.

მხოლოდ იმის ცოდნა, თუ ვინ არის მომხმარებელი საკუთარი მტკიცებით, საკმარისი არ არის.
Ping Identity-ის გადაწყვეტილებებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ იდენტობა საწყის ეტაპზე და ურთიერთქმედების ყოველ მომდევნო ნაბიჯზე.

ვერიფიცირებადი სერტიფიკატების (verifiable credentials) გაცემიდან რეალური პიროვნების ვინაობის რეალურ დროში დადასტურებამდე — პლატფორმა გეხმარებათ:

  • შეამციროთ თაღლითობის რისკები;
  • გაამარტივოთ და სტანდარტიზაცია გაუკეთოთ წვდომას;
  • განამტკიცოთ ნდობა ყოველი ციფრული ურთიერთქმედებისას.
მართვა

ყველა იდენტობა. ზედმეტი სირთულის გარეშე.

იდენტობების მართვა არ უნდა იყოს რთული ან ფრაგმენტული.

Ping Identity-ის გადაწყვეტილებები საშუალებას გაძლევთ ავტომატიზაცია გაუკეთოთ ონბორდინგსა და ოფბორდინგს, შეინარჩუნოთ მომხმარებლის მონაცემები მოწესრიგებულად და შექმნათ უწყვეტი კავშირები სისტემებს შორის თქვენს ციფრულ ეკოსისტემაში.

იდენტობების სასიცოცხლო ციკლის მართვის, მომხმარებლის პროფილების მოქნილი მართვისა და ურთიერთკავშირებისა და კონტექსტის გათვალისწინებით მოქმედი წვდომის კონტროლის მექანიზმების (relationship-aware identity controls) წყალობით, იდენტობების მართვა უფრო მარტივი და უსაფრთხო ხდება.

წვდომა

სწორი წვდომა. საჭირო მომენტში.

იქნება ეს თანამშრომლების სისტემებში შესვლა, მომხმარებლების მიერ შესყიდვების განხორციელება თუ პარტნიორების თანამშრომლობა საერთო გარემოში, უსაფრთხო წვდომა მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი, ორგანიზაციისთვის კი კონტროლირებადი უნდა იყოს.

ადაპტიური ავთენტიფიკაციის, უწყვეტი Single Sign-On (SSO)-ისა და წვდომის კონტროლის დეტალიზებული პოლიტიკების მეშვეობით Ping Identity პლატფორმა უზრუნველყოფს უსაფრთხოების საჭირო დონეს პროდუქტიულობასა და მომხმარებლის გამოცდილებაზე უარყოფითი გავლენის გარეშე.

წვდომისა და შესაბამისობის მართვა

მართვის გონივრული მიდგომა.

შეინარჩუნეთ სრული კონტროლი ზედმეტი სირთულის გარეშე.
Ping Identity-ის გადაწყვეტილებები საშუალებას გაძლევთ ავტომატიზაცია გაუკეთოთ მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებას, დანერგოთ მინიმალური პრივილეგიის პრინციპი (Least Privilege) და მუდმივად აკონტროლოთ იდენტობები.

რეალურ დროში ხილვადობის, პრევენციული და დეტექტირების კონტროლის მექანიზმებისა და წვდომის პოლიტიკების ინტელექტუალური გამოყენების წყალობით, ყოველთვის იცით, ვის რომელ რესურსებზე აქვს წვდომა და რატომ.

შედეგად:

  • უსაფრთხოების დონე მაღალი რჩება;
  • მომხმარებლები პროდუქტიულობას ინარჩუნებენ;
  • ორგანიზაცია რისკებს წინ უსწრებს და მარეგულირებელ მოთხოვნებს ასრულებს.
დაცვა

დაბლოკეთ საფრთხეები. განამტკიცეთ ნდობა.

უსაფრთხოება მხოლოდ ბოროტმოქმედების დაბლოკვა არ არის.

უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ ავტორიზებულ მომხმარებლებს საჭირო რესურსებზე წვდომა მარტივად და უსაფრთხოდ ჰქონდეთ.

საფრთხეების გაფართოებული გამოვლენის, AI-ზე დაფუძნებული თაღლითობის პრევენციისა და რეალურ დროში რისკების ანალიზის წყალობით, Ping Identity-ის პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, კიბერსაფრთხეებს ბიზნესპროცესების შენელების გარეშე დაუპირისპირდეთ.

დაიცავით თითოეული ციფრული იდენტობა და თითოეული ინტერაქცია — ყოველთვის.

ორკესტრაცია

გადაათრიეთ. დააკონფიგურირეთ. გაუშვით.

Ping Identity-ით რთული IAM-პროცესების პროექტირება მაქსიმალურად გამარტივებულია.

რადგან აპლიკაციები, ციფრული იდენტობები და პოლიტიკები ერთ პლატფორმაზეა თავმოყრილი, no-code drag-and-drop ინტერფეისი ციფრული სამუშაო პროცესების შექმნას, ტესტირებასა და დანერგვას ამარტივებს.

მომხმარებელთა რეგისტრაციიდან და ავთენტიფიკაციიდან რისკების შეფასებამდე და სხვა სცენარებამდე — წვდომის ყველა ნაკადს ცენტრალიზებულად მართავთ, უსაფრთხოების მაღალ დონეს ინარჩუნებთ და მომხმარებლებისთვის დაბრკოლებებს მინიმუმამდე ამცირებთ.

დანერგვის მოდელები

აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი დანერგვის მოდელი

Multi-Tenant SaaS

შედეგის მიღების უმოკლესი დრო (Fastest Time to Value)
ღრუბლოვანი მოდელი კლიენტებს შორის რესურსების გაზიარებით — სწრაფი გაშვებისა და მინიმალური საოპერაციო ხარჯებისთვის.

Dedicated-Tenant SaaS

მასშტაბირებადობა და მოქნილობა
ორგანიზაციისთვის განკუთვნილი ცალკე ღრუბლოვანი გარემო, რომელიც კონფიგურაციასა და მასშტაბირებაზე მეტ კონტროლს უზრუნველყოფს.

Self-Managed Software

კონტროლის მაქსიმალური დონე
დამოუკიდებლად მართვადი პროგრამული უზრუნველყოფა ლოკალურ ან კერძო გარემოში დასანერგად.

FedRAMP High

უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა
რეგულირებადი გარემოსთვის FedRAMP High სტანდარტის შესაბამისი უსაფრთხოების კონტროლების მხარდაჭერა.

დემო
მოითხოვეთ პროდუქტის დემო ან ტესტირება
გამოიცადეთ ჩვენს გადაწყვეტილებების უპირატესობები თქვენებით!

პროგრამის დემო ვერსია უზრუნველყოფილია კომპანიის და ფორმის შევსებული პირის სახელით. წვდომის გასაღების მიღებისთვის აუცილებელია ზუსტი ინფორმაციის შეყვანა და ფორმის ყველა ველის შევსება.

გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ტელეფონის ნომერი – ის უნდა იყოს მოქმედი.