NAKIVO Backup & Replication კომპანიებს საშუალებას აძლევს გაამარტივონ მონაცემთა დაცვა, გაზარდონ ვირტუალური მანქანების სარეზერვო კოპირების ეფექტიანობა და უზრუნველყონ მყისიერი და საიმედო აღდგენა — როგორც სრული, ისე შერჩევითი.
NAKIVO Backup&Replication ქმნის ვირტუალური მანქანების შეთანხმებულ სარეზერვო ასლებს სრული გამოსახულების დონეზე. აპლიკაციების მდგომარეობის გათვალისწინების რეჟიმი უზრუნველყოფს მონაცემთა თანმიმდევრულობასა და აღდგენისთვის მზადყოფნას ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა Microsoft Exchange, Active Directory, SQL და SharePoint.
ვირტუალური მანქანების სარეზერვო კოპირების ყველა დავალება იყენებს Changed Block Tracking (CBT) ფუნქციას VMware-ისგან ან Resilient Change Tracking (RCT) ფუნქციას Hyper-V-ში, რათა სწრაფად გამოავლინოს შეცვლილი მონაცემთა ბლოკები. სარეზერვო საცავში (Backup Repository) მხოლოდ ცვლილებები (ინკრემენტები) გადაიტანება. ამის წყალობით კოპირება უფრო სწრაფად მიმდინარეობს და ნაკლებ ადგილს მოითხოვს.
თქვენ შეგიძლიათ მყისიერად აღადგინოთ საჭირო ფაილები და აპლიკაციების ობიექტები. მოქნილი, აგენტის გარეშე შერჩევითი აღდგენის ფუნქცია არ მოითხოვს ჯერ მთელი ვირტუალური მანქანის აღდგენას. თუ აღდგენისთვის დრო უკიდურესად შეზღუდულია, Flash VM Boot ფუნქცია საშუალებას გაძლევთ სარეზერვო ასლიდან ჩატვირთოთ ვირტუალური მანქანა როგორც აღდგენისთვის, ისე იზოლირებულ პროგრამულ გარემოში ტესტირებისთვის. სამუშაო დატვირთვის სწრაფად აღსადგენად ვირტუალური მანქანის სრული აღდგენის გაშვება არ დაგჭირდებათ.
