კიბერუსაფრთხოების არქიტექტურისადმი მიდგომა სამუდამოდ შეიცვალა. როდესაც თანამშრომლებმა სახლიდან დაიწყეს მუშაობა, ორგანიზაციებს უსაფრთხოების სისტემის სწრაფად გაფართოება მოუწიათ, რათა თითოეული სახლი, როგორც დისტანციური ოფისი, დაეცვათ. ის, რაც ოდესღაც თქვენი ოფისისა და მონაცემთა ცენტრის კედლებში იყო მოქცეული, ახლა თქვენი პერიმეტრის მიღმაა. ეს ნიშნავს, რომ ვეღარ ხედავთ, რა ხდება თქვენს მომხმარებლებთან, საბოლოო მოწყობილობებთან, აპლიკაციებსა და მონაცემებთან დაკავშირებით.
პირველი ფიშინგური შეტყობინებიდან მონაცემების ხელში ჩაგდებამდე — მონაცემთა გაჟონვას წარმოშობისთანავე ვაჩერებთ
Lookout — მობილური რისკების სადარაჯოზე
მიიღეთ ხილვადობა და კონტროლი და დაიცავით პერსონალური მონაცემები
შეინარჩუნეთ სრული კონტროლი, თითქოს პერიმეტრი კვლავ გქონდეთ
თქვენი ორგანიზაციის უსაფრთხოებისკენ პირველი ნაბიჯი კონტროლის შენარჩუნებაა. მაგრამ ეს რთულდება, როცა ყველაფერი თქვენი კონტროლის ფარგლებს გარეთაა. თქვენი მომხმარებლები ახლა ნებისმიერი ადგილიდან მუშაობენ და იყენებენ ქსელებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებსაც თქვენ არ აკონტროლებთ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ თქვენი მრავალი აპლიკაცია მონაცემთა ცენტრებში, ღრუბლოვან პროვაიდერებთან და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებშია განაწილებული.
Lookout-ის პლატფორმის ღრუბლოვანი არქიტექტურა საშუალებას გაძლევთ, დაიცვათ თქვენი მონაცემები იქ, სადაც ისინი იმყოფება — საბოლოო მოწყობილობებზე, ღრუბელში და მათ შორის ნებისმიერ ადგილას. ნებისმიერ დროს მიმდინარე ყველაფრის ხილვადობით, ვარაუდის ნაცვლად ფაქტებს დაეყრდნობით. ერთ სივრცეში თავმოყრილი ამ პრაქტიკული ინფორმაციის დახმარებით შეგიძლიათ წვდომის ზუსტად მართვა, მონაცემების დაცვა და საფრთხეების მონიტორინგი.

აღკვეთეთ მონაცემთა გაჟონვა
თქვენი ორგანიზაციის მონაცემების დასაცავად გჭირდებათ უსაფრთხოების სისტემა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ მათთვის სასურველი გზით, თქვენი მონაცემებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. უსაფრთხოების გუნდის მთავარი მიზანი მონაცემთა ქურდობის აღკვეთაა. ეს ეხება ყველა მონაცემს, მათ შორის ინტელექტუალურ საკუთრებას, პერსონალურ მონაცემებს (PII), ასევე პროდუქტების შემუშავებისა და შეძენის სტრატეგიებს.
Lookout თქვენს მონაცემებს ნებისმიერ სიტუაციაში იცავს. მას ესმის, რა მონაცემები სჭირდებათ თქვენს თანამშრომლებს სამუშაოდ, და შეუძლია მათ მომხმარებლის რისკის დონის შესაბამისი დინამიკური წვდომა მიანიჭოს. თქვენი მონაცემების შესახებ სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე Lookout-ს შეუძლია მონაცემების რეალურ დროში კლასიფიკაცია და დაშიფვრა, რათა აღკვეთოს უნებართვო წვდომა ან შემთხვევითი გავრცელება.

დაიცავით მარეგულირებელი მოთხოვნები პროდუქტიულობის შემცირების გარეშე
ისეთი რეგულაციები, როგორიცაა GDPR, CCPA და HIPAA, არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პერსონალური, ფინანსური და სამედიცინო მონაცემები საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს. თუ არ იცით, ვის აქვს წვდომა თქვენს მონაცემებზე და როგორ მუშავდება ისინი, მონაცემების გამჟღავნებისა და წესების დარღვევის რისკის წინაშე დგებით. თუმცა ამგვარი გამჭვირვალობა პროდუქტიულობას ან მომხმარებელთა კონფიდენციალურობას არ უნდა აფერხებდეს.
Lookout-ის უსაფრთხოების პლატფორმა გიბრუნებთ კონტროლს იმ პერიმეტრზე, რომელიც ადრე გქონდათ. ჩვენ გაწვდით სრულ ინფორმაციას თქვენი მომხმარებლების ქცევის, მათ მიერ გამოყენებული საბოლოო მოწყობილობებისა და აპლიკაციების, თქვენი მონაცემების ტიპებისა და მათი დამუშავების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე შეგიძლიათ დანერგოთ Zero Trust-ის პრინციპზე დაფუძნებული დინამიკური წვდომა და დაიცვათ მონაცემები ყველა გარემოში.

უპირატესობები
სრული ხილვადობა
თქვენი მონაცემების, მომხმარებლების, აპლიკაციებისა და საბოლოო მოწყობილობების სრული სურათი.
ერთიანი ანალიტიკური მონაცემები
ერთიანი პლატფორმა პოლიტიკების დანერგვისა და საფრთხეებზე ნადირობისთვის.
კონტროლის ზუსტი საშუალებები
მიანიჭეთ დეტალურად განსაზღვრული წვდომა მომხმარებლის რისკის დონის შესაბამისად.
დაიცავით მონაცემები
მონაცემთა გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, მოახდინეთ მათი კლასიფიკაცია და დაშიფვრა რეალურ დროში.
გამოავლინეთ საფრთხეები
დაიცავით თავი ისეთი შეტევებისგან, როგორიცაა შიდა საფრთხეები და გამოსასყიდის მომთხოვნი პროგრამები.
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული დაცვა
ქცევაზე დაფუძნებული გამოვლენა აჩერებს შეტევებს, რომლებიც მონაცემთა გაჟონვას იწვევს.
ინტეგრირებული დაცვა საბოლოო მოწყობილობებიდან ღრუბლამდე
ბევრი ორგანიზაცია დისტანციურ თანამშრომლებს ვირტუალურ კერძო ქსელებში (VPN) ინვესტირებით უჭერს მხარს. მიუხედავად იმისა, რომ VPN წვდომას უზრუნველყოფს, ის თქვენს უსაფრთხოებას ასუსტებს, რადგან დაკავშირებულ პირებს თქვენს შიდა ქსელებზე შეუზღუდავ წვდომას აძლევს. როდესაც თავდამსხმელები კომპრომეტირებული წვდომის საშუალებით აღწევენ ქსელში, VPN ვერ უზრუნველყოფს იმ სეგმენტაციას, რომელიც ქსელში მათი გადაადგილების შესაზღუდადაა საჭირო.
ნებისმიერი ადგილიდან უსაფრთხოდ და პროდუქტიულად მუშაობისთვის ისეთივე ხილვადობა და ინფორმირებულობა გჭირდებათ, როგორიც თქვენი ქსელის პერიმეტრის შიგნით გაქვთ. Lookout აერთიანებს საბოლოო მოწყობილობების დაცვას უსაფრთხო წვდომის სერვისების (SASE) ტექნოლოგიებთან, რათა შეძლოთ მონაცემების დაცვა საბოლოო მოწყობილობებიდან ღრუბლამდე და, ამავე დროს, მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პატივისცემა.
პროგრამის დემო ვერსია უზრუნველყოფილია კომპანიის და ფორმის შევსებული პირის სახელით. წვდომის გასაღების მიღებისთვის აუცილებელია ზუსტი ინფორმაციის შეყვანა და ფორმის ყველა ველის შევსება.