LogRhythm SIEM პლატფორმა უზრუნველყოფს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ანალიტიკას, UEBA-ს, NTA-სა და SOAR-ს ერთიანი ინტეგრირებული პლატფორმის ფარგლებში, საფრთხეების სწრაფად გამოსავლენად, მათზე რეაგირებისა და მათი გასანეიტრალებლად. გადაწყვეტა აძლიერებს უსაფრთხოების სისტემებს და ხელს უწყობს ტექნოლოგიების, გუნდისა და პროცესების უკეთ კოორდინაციას. LogRhythm-თან ერთად თქვენი გუნდი შეძლებს გაუმკლავდეს ნებისმიერ საფრთხეს, რომელსაც შეხვდება.
ინტუიციური, მაღალწარმადობის ანალიტიკის, მონაცემთა გაფართოებული შეგროვებისა და ინციდენტებზე რეაგირების შეუფერხებელი პროცესის წყალობით, LogRhythm SIEM ეხმარება თქვენს ორგანიზაციას საფრთხეების გამოვლენაში, შეტევების შედეგების შემსუბუქებასა და ყველა აუცილებელი მოთხოვნის დაცვაში.

LogRhythm SIEM პლატფორმა ქმნის უსაფრთხოების ერთიან სურათს, რომელიც მომხმარებლის ან ჰოსტის შესახებ მონაცემებსა და მათ აქტივობას ერთ მოსახერხებელ ხედში აერთიანებს. ეს ანალიტიკოსებს ეხმარება უსაფრთხოების ინციდენტების სწრაფად გაანალიზებასა და ეფექტიანად აღმოფხვრაში. ვიზუალური ანალიტიკური ინტერფეისის მეშვეობით LogRhythm SIEM ამარტივებს ინციდენტების გამოძიებისა და მათზე რეაგირების პროცესს: ის მომხმარებლის ან ჰოსტის უსაფრთხოების ისტორიას SIEM პლატფორმაში შემოსული ყველა საჭირო მონაცემით წარმოაჩენს.
ასეთი ვიზუალური ხედვა უსაფრთხოების გუნდებს ეხმარება პრიორიტეტების განსაზღვრასა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე კონცენტრირებაში. ყველა ხელმისაწვდომი მონაცემის ერთ სივრცეში თავმოყრით LogRhythm SIEM სპეციალისტებს ეხმარება პოტენციურ საფრთხეებზე სწრაფად და ზუსტად რეაგირებაში და ზრდის უსაფრთხოების გუნდის მუშაობის ეფექტიანობას.



