ღონისძიებები 0
Ge
ღონისძიებები 0
ძიების შედეგები:

Falcon Complete (MDR)

მართვადი გამოვლენა და რეაგირება (Managed Detection and Response, MDR) კიბერუსაფრთხოების სერვისია, რომელიც საფრთხეების მოსაძიებლად, მონიტორინგისა და მათზე რეაგირებისთვის მომწოდებლის ტექნოლოგიებსა და ექსპერტიზას აერთიანებს. MDR-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შიდა გუნდის გაფართოების გარეშე შეტევების სწრაფად გამოვლენისა და მათი გავლენის შეზღუდვის საშუალებას იძლევა.

კიბერსაფრთხეების განვითარებასა და მათი სირთულის ზრდასთან ერთად, კლასიკური MDR უფრო თანამედროვე მოდელად — Next-Gen MDR-ად ვითარდება.

CrowdStrike Falcon® Complete Next-Gen MDR ტრადიციული MDR-ის შესაძლებლობებს აფართოებს და ანალიტიკოსების ექსპერტიზას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს. ეს შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ საფრთხეების უფრო სწრაფად გამოვლენას, არამედ რეაგირების სიზუსტის გაზრდას, პროცესების ავტომატიზაციას და უფრო მასშტაბური და ეფექტიანი კიბერდაცვის უზრუნველყოფას.

მოითხოვეთ დემო
გადაწყვეტის შესახებ

როგორ მუშაობს MDR

MDR დისტანციურად აკვირდება ორგანიზაციის ინფრასტრუქტურას, ავლენს საფრთხეებს და რეაგირებს მათზე. მის საფუძველს წარმოადგენს საბოლოო მოწყობილობებზე საფრთხეების გამოვლენისა და რეაგირების ინსტრუმენტები (EDR), რომლებიც უსაფრთხოების მოვლენებზე საჭირო ხილვადობას უზრუნველყოფს.

საფრთხეების შესახებ მონაცემები, ანალიტიკა და გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია გადაეცემა სპეციალისტებს, რომლებიც აანალიზებენ შეტყობინებებს, განსაზღვრავენ რისკის დონეს და რეაგირებისთვის საჭირო მოქმედებებს ირჩევენ. ეს ინციდენტების გავლენის შემცირებასა და ცრუ განგაშების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.

სპეციალისტების ექსპერტიზისა და ავტომატიზაციის შერწყმის შედეგად საფრთხე აღმოიფხვრება, სისტემები კი უსაფრთხო მდგომარეობას უბრუნდება.

როგორ მუშაობს Next-Gen MDR

CrowdStrike Falcon® Complete Next-Gen MDR ამ მიდგომას უფრო ღრმა ანალიტიკითა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებით აფართოებს.

საბოლოო მოწყობილობებიდან მიღებული მონაცემების გარდა, სერვისი აერთიანებს ინფორმაციას ანგარიშებიდან, ღრუბლოვანი გარემოებიდან და გარე წყაროებიდან, რაც მთელ ინფრასტრუქტურაზე სრულ ხილვადობას უზრუნველყოფს.

ანალიზისა და რეაგირების პროცესების ნაწილი ავტომატიზებულია, რაც საშუალებას იძლევა:

  • საფრთხეები უფრო სწრაფად გამოვლინდეს
  • გაიზარდოს გადაწყვეტილებების სიზუსტე
  • შემცირდეს რეაგირების დრო

შედეგად ორგანიზაცია იღებს უფრო სწრაფ, ზუსტ და მასშტაბირებად კიბერდაცვას.

MDR-ისა და Next-Gen MDR-ის შესაძლებლობები

1. საფრთხეების პრიორიტეტიზაცია

კლასიკური MDR ავტომატიზაციისა და ექსპერტული შემოწმების შერწყმით ეხმარება ორგანიზაციას ზედმეტი შეტყობინებების გაფილტვრასა და იმ შეტყობინებების განსაზღვრაში, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებს ყურადღებას.

Next-Gen MDR-ში ამ პროცესს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები აძლიერებს, რაც რეალური საფრთხეების ცრუ განგაშებისგან უფრო სწრაფად გარჩევასა და შეტყობინებების ხარისხის გაუმჯობესებას შესაძლებელს ხდის.

2. საფრთხეების ძიება

ტრადიციული MDR ეყრდნობა სპეციალისტების გამოცდილებას, რომლებიც ავლენენ რთულ და ფარულ შეტევებს, რომლებმაც შეიძლება ავტომატიზებულ სისტემებს გვერდი აუარონ.

Next-Gen MDR-ში ამ პროცესს ანალიტიკა და ხელოვნური ინტელექტი ავსებს, რაც ქცევის უჩვეულო ნიშნების უფრო სწრაფად აღმოჩენასა და საფრთხეების ძიების ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს.

3. ინციდენტების გამოძიება

MDR მოვლენებს დამატებითი კონტექსტით ამდიდრებს და ეხმარება იმის გარკვევაში, რა მოხდა, როდის განხორციელდა შეტევა და რა მასშტაბის იყო ის.

Next-Gen MDR ამ პროცესის ნაწილს ავტომატიზებს, აჩქარებს ანალიზს და ინციდენტების უფრო ღრმა გააზრებას უზრუნველყოფს.

4. საფრთხეებზე რეაგირება

კლასიკურ MDR-ში სპეციალისტები გასცემენ რეკომენდაციებს საფრთხეების შეკავებისა და აღმოფხვრის შესახებ.

Next-Gen MDR-ში რეაგირება ნაწილობრივ ავტომატიზებულია, რაც ინციდენტების უფრო სწრაფად ლოკალიზებასა და მათი გავლენის შემცირებას შესაძლებელს ხდის.

5. ინციდენტების შემდეგ აღდგენა

MDR შეტევის შემდეგ სისტემების უსაფრთხო მდგომარეობაში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

Next-Gen MDR ამ პროცესს აუმჯობესებს, ამცირებს აღდგენის დროს და ხელახალი კომპრომეტირების რისკს.

ჩამოტვირთეთ datasheet

Circle
უპირატესობები

Falcon Complete MDR-ის უპირატესობა

Falcon Complete (MDR) - სურათი 1

ინვესტიციის მყისიერი უკუგება

შექმნილია ისე, რომ მისი ამოქმედება დღეების ან კვირების ნაცვლად რამდენიმე საათში იყოს შესაძლებელი. უზრუნველყოფს ექსპერტების მიერ მართულ მრავალშრიან დაცვას, MDR-ის 24/7 ოპერაციებით მთელ მსოფლიოში.

Falcon Complete (MDR) - სურათი 2

საფრთხეების აქტიური, პრაქტიკული აღმოფხვრა

დარგში ერთადერთი ოპერატიული გადაწყვეტაა, რომელსაც შეუძლია საფრთხის სრულად აღმოფხვრა, მათ შორის სისტემების სრული გაწმენდა და აღდგენა, ძვირადღირებული ხელახალი იმიჯინგისა და მუშაობის შეფერხების გარეშე.

Falcon Complete (MDR) - სურათი 3

თქვენს გარემოზე მორგება

თქვენი უნიკალური გარემოს სიღრმისეული ცოდნა პლატფორმის უწყვეტი მართვის, აგენტების მომსახურებისა და კონფიგურაციისა და ოპტიმიზაციის მკაცრი კონტროლის წყალობით — დამატებითი ხარჯების გარეშე.

შემდეგი ნაბიჯი

განვითარების შემდეგი ეტაპი: Agentic MDR

MDR-ის შემდგომი განვითარება უსაფრთხოების პროცესების უფრო ღრმა ავტომატიზაციასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკავშირდება.

CrowdStrike Falcon® Complete Next-Gen MDR უკვე დღეს ქმნის საფუძველს Agentic MDR-ზე გადასასვლელად — მოდელზე, რომელშიც ოპერაციების ნაწილს ხელოვნური ინტელექტის აგენტები ასრულებენ.

ეს მიდგომა ხორციელდება NVIDIA-ის ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის, კერძოდ, NVIDIA Agent Toolkit-ის მეშვეობით. ის მოიცავს ღია მოდელებს NVIDIA Nemotron და NVIDIA NeMo Data Designer უსაფრთხოების სპეციალიზებული აგენტების შესაქმნელად და გამოძიების პროცესების დასაჩქარებლად.

CrowdStrike ასევე აფართოებს Charlotte AI AgentWorks-ს NVIDIA Nemotron 3 Super-ის მხარდაჭერით, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, ყველაზე ეფექტიანი და ინტელექტუალური ღია მოდელების გამოყენებით საკუთარი ხელოვნური ინტელექტის აგენტები შექმნან.

Falcon Complete (MDR) - სურათი 4

შიდა ტესტები აჩვენებს:

  • ინციდენტების გამოძიება 5-ჯერ უფრო სწრაფია
  • ტრიაჟის სიზუსტე 3-ჯერ მეტად იზრდება
  • გამოძიებისთვის მოთხოვნების ფორმირების სიზუსტე 96%-მდე აღწევს

ხელოვნური ინტელექტის აგენტები სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ, ავსებენ მათ შესაძლებლობებს და საშუალებას აძლევენ, ყურადღება რთულ საფრთხეებსა და სტრატეგიულ ამოცანებზე გაამახვილონ.

Falcon Complete Next-Gen MDR Agentic MDR-ად ვითარდება NVIDIA-ს ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის წყალობით და უზრუნველყოფს კიბერდაცვას მანქანური სიჩქარითა და მასშტაბით.

აღიარება

CrowdStrike — MDR-ის ლიდერი Forrester-ის შეფასებით

CrowdStrike-ის პოზიციებს MDR-ის ბაზარზე ადასტურებს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციები, არამედ წამყვანი ანალიტიკური კომპანიების აღიარებაც.

კერძოდ, ის ლიდერად დასახელდა Forrester Wave™ 2025-ის ანგარიშში, Managed Detection and Response კატეგორიაში, Q1 2025 — მიიღო უმაღლესი შეფასება ყველა მომწოდებელს შორის Strategy კატეგორიაში და მაქსიმალური შესაძლო ქულები მართვადი გამოძიებისა და საფრთხეების ძიებისთვის.

2025 Frost Radar™: Global Managed Detection and Response — ზედიზედ მეორე წელს დასახელდა ლიდერად და ყველა მომწოდებელს შორის უმაღლესი შეფასებები მიიღო ინოვაციებისა და ზრდისთვის.

Customers’ Choice 2024 Gartner Peer Insights™-ის ანგარიშში ‘Voice of the Customer’ Managed Detection and Response.

Frost & Sullivan-ის „წლის კომპანიის“ ჯილდო MDR-ის ბაზარზე.

საერთო ლიდერი MDR-ის შესახებ KuppingerCole Leadership Compass 2024-ის ანგარიშში.

CrowdStrike Falcon Complete MDR-მა გამოვლენის უმაღლეს დონეს მიაღწია: 2022 წლის MITRE Engenuity ATT&CK-ის უსაფრთხოების სერვისების მომწოდებელთა შეფასებაში ჰაკერების მეთოდების 99% ზუსტად და სარწმუნოდ დააფიქსირა.

ეს აღიარებები ადასტურებს, რომ CrowdStrike არა მხოლოდ მიჰყვება ბაზრის ტენდენციებს, არამედ აქტიურად აყალიბებს მათ, განსაკუთრებით AI-driven კიბერუსაფრთხოებისა და Agentic MDR-ის განვითარების მიმართულებით.

დემო
მოითხოვეთ პროდუქტის დემო ან ტესტირება
გამოიცადეთ ჩვენს გადაწყვეტილებების უპირატესობები თქვენებით!

პროგრამის დემო ვერსია უზრუნველყოფილია კომპანიის და ფორმის შევსებული პირის სახელით. წვდომის გასაღების მიღებისთვის აუცილებელია ზუსტი ინფორმაციის შეყვანა და ფორმის ყველა ველის შევსება.

გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ტელეფონის ნომერი – ის უნდა იყოს მოქმედი.