ღონისძიებები 0
Ge
ღონისძიებები 0
ძიების შედეგები:

CrowdStrike Falcon Platform: ყველა მოდული

ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული Falcon პლატფორმა, ერთი მსუბუქი აგენტით, უზრუნველყოფს სწრაფ და მასშტაბურ დანერგვას, მაღალ დონეზე დაცვასა და წარმადობას, ნაკლებ სირთულესა და ინვესტიციის სწრაფ უკუგებას. Falcon პლატფორმის მთავარი მახასიათებლებია მოქნილობა და გაფართოების შესაძლებლობა, რაც უსაფრთხოების სფეროში თქვენი ყველა საჭიროების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. ქვემოთ ჩამოთვლილი თითოეული მოდული ხელმისაწვდომია Falcon პლატფორმაზე და მუშაობს ერთი აგენტისა და ღრუბლოვანი მართვის კონსოლის მეშვეობით.

მოითხოვეთ დემო
Endpoint Security

Falcon Prevent – NGAV (Next-Generation Antivirus)

  • იცავს შეტევების სრული სპექტრისგან ხელმოწერების ბაზების ყოველდღიური, მოცულობითი განახლებების საჭიროების გარეშე.
  • აერთიანებს საფრთხეების პრევენციის საუკეთესო ტექნოლოგიებს — მანქანურ სწავლებას, AI-ს (Artificial Intelligence), თავდასხმის ინდიკატორებს (IOA), ექსპლოიტების დაბლოკვას და სხვ.
  • ავსებს ტრადიციული AV-ის მიერ დატოვებულ ხარვეზებს და სრულად იცავს საბოლოო მოწყობილობებს როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში.
  • EDR გადაწყვეტისგან (Falcon Insight) განსხვავებით, აჩვენებს გამოვლენილ საფრთხეებს თითოეული საბოლოო მოწყობილობის მიხედვით.

Falcon Insight – EDR (Endpoint Detection and Response)

  • ხელს უშლის კომპლექსურ შეტევებს მოვლენების შესახებ დაუმუშავებელი მეტამონაცემების შეგროვებითა და მავნე აქტივობის ავტომატური გამოვლენით; უზრუნველყოფს პროცესების უპრეცედენტო ხილვადობას, საფრთხეებზე აქტიურ ნადირობასა და ციფრულ ფორენზიკულ გამოძიებას.
  • მთელ შეტევას ასახავს მარტივად გამოსაყენებელ Incident Workbench-ში, რომელიც გამდიდრებულია კონტექსტითა და საფრთხეების შესახებ სადაზვერვო მონაცემებით.
  • უზრუნველყოფს ძლიერ რეაგირებას, მომხმარებელთა კომპრომეტირებული საბოლოო მოწყობილობების იზოლირებას, გამოკვლევასა და აღდგენას.

Falcon Insight XDR (Extended Detection and Response) 

XDR კონცეფცია ხორციელდება გარე სისტემებიდან (NGFW, NDR, Identity protection, Email protection და სხვ.) მონაცემების შეგროვებით და მათი შემდგომი მიწოდებით CrowdStrike-ის საფუძველში არსებულ NG-SIEM-ში. ეს საშუალებას იძლევა, ინფრასტრუქტურაში მომუშავე გადაწყვეტილებებს შორის უსაფრთხოების მოვლენების შესახებ ინფორმაცია გაიცვალოს და შეტევის რუკაზე აისახოს მოვლენები არა მხოლოდ საბოლოო მოწყობილობებიდან, არამედ იმ გადაწყვეტილებებიდანაც, საიდანაც მოვლენების კონტექსტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იქნა მიღებული. ეს აჩქარებს და ამარტივებს ყველაზე რთული შეტევების რეალურ დროში გამოვლენას, გამოძიებასა და მათზე რეაგირებას. Falcon XDR-ის ფარგლებში გარე სერვისებთან ინტეგრაცია კონექტორების მეშვეობით ხდება (გარე სისტემებისთვის 120-ზე მეტი მზა კონექტორია ხელმისაწვდომი).

Falcon Device Control 

მოდული საშუალებას იძლევა, დააყენოთ მოქნილი პოლიტიკები სხვადასხვა USB მოწყობილობისა და ჩაშენებული Bluetooth მოდულების გამოყენების რეგულირებისთვის.

Falcon Firewall Management 

მოდული საშუალებას იძლევა, CrowdStrike-ის კონსოლიდან მართოთ Windows-ისა და Mac-ის ფაირვოლები და გამოიყენოთ ისინი პოლიტიკებში.

Cloud Security

Falcon Cloud Workload Protection

მოდული გამოიყენება ღრუბლოვანი გარემოებისა და სამუშაო დატვირთვების დასაცავად. ის უზრუნველყოფს ვირტუალური მანქანების, კონტეინერებისა და სხვა ღრუბლოვანი რესურსების უსაფრთხოებას, მათ შორის საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას, მოწყვლადობების მართვასა და უსაფრთხოების პოლიტიკებთან შესაბამისობას. ეს გადაწყვეტა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში დაიცვან თავიანთი ღრუბლოვანი გარემოებები, მათი მდებარეობის მიუხედავად.

Falcon Cloud Security with Containers

გადაწყვეტა სპეციალიზებულია ღრუბელში კონტეინერიზებული გარემოების დაცვაზე. ის უზრუნველყოფს კონტეინერების უსაფრთხოებას შექმნიდან შესრულებამდე, მათ შორის საფრთხეების გამოვლენას, მოწყვლადობების ანალიზსა და უსაფრთხოების პოლიტიკებთან შესაბამისობას. ეს გადაწყვეტა ინტეგრირდება CrowdStrike Falcon პლატფორმასთან და უზრუნველყოფს კონტეინერებისა და Kubernetes-ის მსგავსი ორკესტრატორების სრულ დაცვას, რაც ორგანიზაციებს ეხმარება თავიანთი აპლიკაციების ღრუბელში უსაფრთხოდ განთავსებაში.

SaaS აპლიკაციების უსაფრთხოება

Falcon Shield

აერთიანებს SaaS აპლიკაციების უსაფრთხოების მდგომარეობის მართვას (SSPM) და SaaS-ში იდენტობასთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას (ITDR). ამით უზრუნველყოფს SaaS უსაფრთხოების თანამედროვე მიდგომას სრული ხილვადობით, უსაფრთხოების კონფიგურაციების უწყვეტი კონტროლითა და აქტიური საფრთხეების რეალურ დროში გამოვლენით.

AI-ის მეშვეობით საფრთხეების გამოვლენა და მათზე რეაგირება (AIDR)

Falcon AI Detection and Response

უზრუნველყოფს ორგანიზაციაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და განვითარების დაცვას მუშაობის პროცესში, იცავს მოთხოვნების (prompt) დონესა და AI აგენტებთან ურთიერთქმედებას. უზრუნველყოფს ერთიან ხილვადობას, საფრთხეების რეალურ დროში გამოვლენას, მონაცემთა დაცვას, წვდომის კონტროლსა და ავტომატიზებულ რეაგირებას საბოლოო მოწყობილობებზე, აპლიკაციებში, AI აგენტებში, AI/API კარიბჭეებსა და ღრუბლოვან გარემოებში.

Falcon Managed Containers

CrowdStrike-ის მართული გადაწყვეტა კონტეინერიზებული გარემოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იძლევა კონტეინერებში საფრთხეების მონიტორინგის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს შეტევებისგან რეალურ დროში დაცვას. ეს გადაწყვეტა ასევე მოიცავს მოწყვლადობების მართვასა და შესაბამისობის უზრუნველყოფას, რაც ორგანიზაციებს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაში ეხმარება. Falcon Managed Containers ინტეგრირდება CrowdStrike-ის სხვა სერვისებთან, რათა უზრუნველყოს კონტეინერების უსაფრთხოებისადმი კომპლექსური მიდგომა.

Managed Services

Falcon Overwatch

ეს არის საფრთხეებზე ნადირობის სადღეღამისო მართვადი სერვისი. ის უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგსა და საფრთხეების რეალურ დროში გამოვლენას დამკვეთის ინფრასტრუქტურაში. Falcon OverWatch იყენებს ანალიტიკოსებსა და ტექნოლოგიებს რთული შეტევების გამოსავლენად, რომლებიც შესაძლოა ავტომატიზებულმა უსაფრთხოების სისტემებმა ვერ შეამჩნიონ. მთავარი მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს კიბერსაფრთხეებზე სწრაფად რეაგირებაში და შეამციროს შეტევებით გამოწვეული პოტენციური ზიანი.

Falcon Complete

ეს სერვისი შესაფერისია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერება საკუთარი უსაფრთხოების გუნდის შექმნის გარეშე.

Falcon Complete არის CrowdStrike-ის კომპლექსური მართვადი უსაფრთხოების სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს საფრთხეებისგან დაცვის სრულ ციკლს, მათ შორის გამოვლენას, რეაგირებასა და აღმოფხვრას. ის ორგანიზაციებს სთავაზობს უსაფრთხოების სადღეღამისო მონიტორინგსა და მართვას, ხოლო CrowdStrike-ის ექსპერტთა გუნდი კიბერსაფრთხეებისგან დაცვაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. Falcon Complete ინტეგრირებულია CrowdStrike Falcon პლატფორმასთან და იყენებს მის შესაძლებლობებს საფრთხეების ავტომატურად გამოსავლენად და გასანეიტრალებლად, ხოლო ექსპერტები უფრო რთულ შემთხვევებში ერთვებიან.

Falcon for Mobile

Falcon for Mobile

Falcon for Mobile გადაწყვეტა გამოიყენება მობილური მოწყობილობების საფრთხეებისგან დასაცავად. ის უზრუნველყოფს საფრთხეების რეალურ დროში გამოვლენასა და მათზე რეაგირებას, მოწყვლადობების მართვას და მობილურ მოწყობილობებზე კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას. Falcon for Mobile მხარს უჭერს როგორც iOS-ს, ისე Android-ს და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, დაიცვან თავიანთი მობილური გარემო ფიშინგისგან, მავნე პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა კიბერსაფრთხეებისგან.

Security & IT Operations

Falcon Discover – IT Hygiene (Inventory)

თქვენს გარემოში ნებისმიერი მდებარეობის არაავტორიზებული ანგარიშების, სისტემებისა და აპლიკაციების რეალურ დროში გამოვლენა, რაც შესაძლებელს ხდის პრობლემების უფრო სწრაფად აღმოფხვრას და უსაფრთხოების საერთო დონის ამაღლებას.

Falcon Spotlight – Vulnerability Assessment

უსაფრთხოების გუნდებს სთავაზობს მიმდინარე პროგრამულ უზრუნველყოფაში მოწყვლადობების მართვის ავტომატიზებულ, კომპლექსურ გადაწყვეტას, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად განსაზღვრონ პრიორიტეტები და გააუმჯობესონ პრობლემების აღმოფხვრის სამუშაო პროცესები რესურსტევადი სკანირების გარეშე.

Falcon FileVantage (FIM)

უზრუნველყოფს ფაილებში ცვლილებების სრულყოფილ, ცენტრალიზებულ ხილვადობას რეალურ დროში, რაც აუმჯობესებს მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობას და იძლევა შესაბამის კონტექსტურ მონაცემებს.

Threat Intelligence

Falcon Adversary Intelligence

ეს არის CrowdStrike-ის სერვისი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას აწვდის კიბერდამნაშავეთა ჯგუფების საფრთხეებისა და ქცევის შესახებ. ის ორგანიზაციებს ეხმარება გაიგონ, როგორ მოქმედებენ პოტენციური თავდამსხმელები, და აწვდის მონაცემებს მათი მეთოდების, ტაქტიკის, ინსტრუმენტებისა და მოტივების შესახებ. ეს ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, უკეთ მოემზადონ შესაძლო შეტევებისთვის, მოარგონ უსაფრთხოების სტრატეგიები და უფრო ეფექტიანად დაიცვან თავიანთი სისტემები.

SandBox

ღრუბლოვანი სენდბოქსი, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული CrowdStrike-ის ეკოსისტემაში. გამოიყენება მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ქცევის გასაანალიზებლად ემულირებულ, უსაფრთხო გარემოში.

Identity Protection

Identity Threat Detection

უზრუნველყოფს პირად მონაცემებზე დაფუძნებული საფრთხეების განსაკუთრებული სიზუსტით გამოვლენას რეალურ დროში Active Directory-ის ანგარიშებისთვის. AI და ქცევითი ანალიზი გამოიყენება პრაქტიკული დასკვნების მისაღებად, რათა თავიდან იქნეს აცილებული თანამედროვე შეტევები, როგორიცაა ransomware.

Identity Threat Protection

უზრუნველყოფს იდენტიფიკაციის მონაცემებზე დაფუძნებული საფრთხეების განსაკუთრებული სიზუსტით გამოვლენასა და შეტევების პრევენციას რეალურ დროში Active Directory-ის ანგარიშებისთვის. დაცვა ხორციელდება მოწინავე AI-ის, ქცევითი ანალიტიკისა და პოლიტიკების მოქნილი სისტემის შესაძლებლობების გაერთიანებით, რაც რისკების გათვალისწინებით პირობით წვდომას უზრუნველყოფს.

Observability

Falcon LogScale

Falcon LogScale არის ჟურნალების შეგროვებისა და ანალიზის თანამედროვე გადაწყვეტა, რომელიც შექმნილია დიდი მოცულობის მონაცემების სწრაფად დასამუშავებლად.

ძირითადი შესაძლებლობები:

  • სწრაფი ძიება: მონაცემების ძიება ტრადიციულ ინსტრუმენტებთან შედარებით ათეულობითჯერ უფრო სწრაფად.
  • მასშტაბირებადობა: პეტაბაიტების მოცულობის მონაცემების დამუშავება წარმადობის დაკარგვის გარეშე.
  • ეკონომიური შენახვა: უინდექსო არქიტექტურა უზრუნველყოფს მონაცემების ეფექტიან შეკუმშვას და ამცირებს შენახვის ხარჯებს.
Next-Gen SIEM

Falcon Next-Gen SIEM

Falcon Next-Gen SIEM არის უსაფრთხოების მართვის ინტეგრირებული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მონაცემებს, საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას, AI-ს, სამუშაო პროცესების ავტომატიზაციასა და საფრთხეების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას.

ძირითადი შესაძლებლობები:

  • უსაფრთხოების მონიტორინგი: საფრთხეების მყისიერი გამოვლენა რეალურ დროში განახლებადი დაფებისა და ძირითადი მიგნებების მეშვეობით.
  • ინციდენტების მართვა: გამოძიებების დაჩქარება AI ინსტრუმენტების დახმარებით.
  • მოძველებული SIEM სისტემების ჩანაცვლება: მარტივი მიგრაცია Falcon Next-Gen SIEM-ზე წარმადობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

Falcon Onum

ამარტივებს ტელემეტრიის დამუშავების რთულ პროცესებს და რეალურ დროში უზრუნველყოფს ზუსტ კონტროლს იმაზე, თუ როგორ გროვდება, მდიდრდება და გადაიცემა მონაცემები, რაც უსაფრთხოებისა და ანალიტიკის ამოცანებისთვის ხარისხიან და სუფთა სიგნალს ქმნის.

Falcon Adversary OverWatch

უზრუნველყოფს საფრთხეებისგან კომპლექსურ დაცვას Falcon Next-Gen SIEM-ის საკუთარი და მესამე მხარის მონაცემების კორელაციისა და ქსელურ მოწყობილობებში, SaaS-აპლიკაციებში, ელფოსტის სისტემებში, ოპერაციულ სისტემებსა და სხვა გარემოებში რთული შეტევების პროაქტიული ძიების მეშვეობით.

Data Loss Protection

Crowdstrike Falcon Data Protection

CrowdStrike Falcon Data Protection — თანამედროვე გადაწყვეტაა კონფიდენციალური ინფორმაციის არასანქცირებული წვდომისა და დაკარგვისგან დასაცავად.

ძირითადი შესაძლებლობები: 

  • მონაცემების იდენტიფიკაცია: ავტომატურად ამოიცნობს სენსიტიურ ინფორმაციას (PII, ფინანსურ მონაცემებს და სხვ. (regex)).
  • წვდომის კონტროლი: პოლიტიკების განსაზღვრა მონაცემების არასანქცირებული გადაადგილების მონიტორინგისა და დაბლოკვისთვის.
  • რეალური დრო: მონაცემების გამოყენებისა და გადაცემის მყისიერი ხილვადობა.
  • დაცვა ღრუბლოვან გარემოსა და მოწყობილობებზე: ინტეგრაცია Microsoft 365-თან, Google Workspace-თან და სხვა ინსტრუმენტებთან ((მათ შორის SaaS, ChatGPT და სხვ.)).
  • AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა: ანომალიებისა და საფრთხეების გამოვლენა.

უპირატესობები: 

  • ერთიანი პლატფორმა საბოლოო მოწყობილობებისა და მონაცემების დასაცავად.
  • მარტივი დანერგვა დამატებითი აღჭურვილობის გარეშე.
  • ინტერაქტიული დაფები ანალიზისა და ანგარიშგებისთვის.
დემო
მოითხოვეთ პროდუქტის დემო ან ტესტირება
გამოიცადეთ ჩვენს გადაწყვეტილებების უპირატესობები თქვენებით!

პროგრამის დემო ვერსია უზრუნველყოფილია კომპანიის და ფორმის შევსებული პირის სახელით. წვდომის გასაღების მიღებისთვის აუცილებელია ზუსტი ინფორმაციის შეყვანა და ფორმის ყველა ველის შევსება.

გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ტელეფონის ნომერი – ის უნდა იყოს მოქმედი.