მცირე, საშუალო ბიზნესი, დიდი საწარმოები, სერვის-პროვაიდერები – ყველა ორგანიზაცია აწყდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი აპლიკაციების სწრაფი ზრდის პრობლემას. სპეციალურად შექმნილი A10 Thunder ADC გადაწყვეტილება განაპირობებს, რომ ეს პროგრამები მუდამ ხელმისაწვდომი და სწრაფად და უსაფრთხოდ მიწოდებული იყოს მომხმარებლებისთვის ნებისმიერ მულტიქლაუდ გარემოში. ეს დაეხმარება დროის შემცირებას, ბიზნესის უწყვეტობას და აპლიკაციების მაღალხარისხიან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
Thunder ADC გადაწყვეტილებები უზრუნველყოფენ L4-L7 დონეების ტვირთის დაბალანსებას და მრავალდონიან უსაფრთხოებას ინტერნეტის მეშვეობით, აგრეთვე DNS ბრანდმაუერებს, ერთჯერად შესვლას (SSO) ავტენტიკაციით, გაძლიერებულ დაშიფრვას, მათ შორის მაღალი წარმადობის PFS/ECC-ს.
როდის საჭიროა ეს გადაწყვეტილება:
- მაღალი ღირებულების IT ინფრასტრუქტურის ფლობა (TCO)
- IT სისტემების მდგომარეობის ცენტრალიზებული კონტროლის არარსებობა
- IT ინციდენტების მართვის არარსებობა ან დეცენტრალიზაცია
- IT უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსაბამობა
- ხარჯების შემცირების აუცილებლობა
Thunder ADC გადაწყვეტილებები წარმოებადია, მასშტაბირებადია და მარტივი მოსაწყობია, რაც საშუალებას აძლევს ადვილად ადაპტირდეს კონტექსტში, რომელიც მუდმივად იცვლება. გლობალური მართვის სისტემით ყველა პროდუქტზე მნიშვნელოვნად მცირდება ქსელის სირთულე და მთლიან ღირებულება.
